პროექტის შესახებ

დღეს ინტერნეტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ცხოვრებაში. ქართული ინტერნეტიც შესამჩნევად გაიზარდა, იგი უკვე მჭიდროდ ეხება საქართველოსა და ქართველების ბევრ საჭირბოროტო საკითხს. თუმცა, დღეს კიდევ არის თავისუფალი ან ნაწილობრივ დაკავებული ინტერნეტ ნიშები. ასეთია ქართული დიასპორის ცხოვრება, მისი ინტერესები, შიდა კონტაქტების მოწესრიგება და მრავალი სხვა. ეს ნიშა შეიძლება განისაზღვროს როგორც კულტურული რეაბილიტაციისა და კონსოლიდაციის აუცილებლობა. კულტურული შეთავსების საკითხი ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე არანაკლებ არსებითია ახალ პირობებში მოხვედრილი ნებისმიერი ერის ნებისმიერი ადამიანისათვის. დღემდე ამ მიზნებისათვის იყენებენ ტრადიციულ საშუალებებს, როგორიცაა სკოლა, გაერთიანებები ინტერესების მიხედვით... ტრადიციულ საშუალებებზე დაყრდნობა კი დღეს მცირედ თუ შველის საქმეს. ფაქტობრივად სრულიად უმოქმედოა მასობრივი კომუნიკაცია, სოციალური კომუბიკაცია უაღრესად ფრაგმენტირებულია. ეს ჯერ გადაუწყვეტელი პრობლემაა. საბჭოურ სინამდვილეში შექმნილი ურთიერთობის სისტემები დღეისათვის უსარგებლოა. აგერ უკვე ათი წელია ურთიერთ სიყვარული და პატივისცემა ქართველთა შორის მომაკვდინებელ ზეწოლას განიცდის; ძველებური სტრუქტურები კი მხოლოდ ფრამენტებს შორის წარმოქმნილი ბზარების გამტკიცებას თუ უწყობენ ხელს.

დღეისათვის მტკივნეულ საკითხთა გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა ინტერნეტი. შემაწუხებელ პრობლემებს და მტკივნეულ საკითხებს რომ თავი გავანებოთ, ინტერნეტი მათ გარეშეც ფრიად მომხიბლავი და ურთიერთობისათვის ფრიად მოხერხებული სივრცეა.

საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა სათვისტომოს ინიციატივით. გარკვეულ დროში შეიქმნა მცირე ჯგუფი.შემდგომში, ამ ჯგუფის შეხვედრებზე განაწილდა ფუნქციები ჯგუფის წევრებს შორის.

ეს ჯგუფი შეეცდება, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ინტერნეტში შექმნას ადგილი, სადაც სამშობლოდან სხვადასხვა მიზეზით საქართველოდან წამოსულნი შეძლებენ მათთვის საინტერესო და სასარგებლო კულტურული, შემეცნებითი, სულიერი, სოციალური თუ ეკონომიკური ხასიათის ახალი და არც თუ მხოლოდ ახალი ინფორმაციის მოძიებას.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ სათვისტომოზე, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას მსგავსი სახელით. ამ შემთხვევაში ეს სიტყვა არ განეკუთვნება მოსკოვში არსებული ქართველთა საზოგადოებებიდან მხოლოდ ერთს. ჩვენი საიტი ინტერნეტში იქმნება ყველასათვის, ვისაც გული შესტკივა და უყვარს საქართველო, ვინც დაინტერესებულია ქართული კულტურის მთელს მსოფლიოში გაფანტულ მქონებელთა და მაძიებელთა კავშირის განმტკიცებით ქართულ კულტურასთან.


                                                საითის შექმნისათვის აუცილებელი პირველი დახმარება
                                               ინტერნეტ გვერდს გაუწია ბ. ლევან ფესვიანიძე&Igrave

ჩვენი ჯგუფი:

   

საერთო და ტექნიკური კოორდინაცია: დავით ნიკოლეიშვილი

საიტის შინაარსის განვითარება, ქართული რედაქცია: ბადრი ქუთელია

ინფორმაციული კოორდინაცია, რუსული რედაქცია: ვიტალი წერეთელი