ლომისი

ÄÓÈÄÔÉÊÉÓ ÃÀ ÊÖËÔÖÒÉÓ ÝÄÍÔÒÉ

ბავშვთა თეატრი

ÁÉÁËÉÏÈÄÊÀ

კლუბი "მონატრება"

 

იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი ქართველი, ლექსი რომ არ დაეწეროს. მუსიკისა და პოეზიის ნიჭი არ დაუკლია ქართველ კაცისათვის განგებას. რა უნდა დაწეროს არაპოეტმა უკვდავი შოთას, გალაქტიონისა და ვაჟას შემდეგ?- იკითხავს მავანი. მაგრამ ყველა ადამიანი ხომ უნიკალურია და სინამდვილე, მათ სულში გატარებული და პოეტური სიტყვით გამოხატული ნამდვილად რომ ყურადღების ღირსია. ეს ლექსები ხანდახან მოუხეშავი და ბავშვურად უბრალო, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი და გულითადია. ზოგი მათგანი კი გაგაკვირვებს ვნებათა ღელვის სიმძაფრით.

მოსკოვის ქართულ სათვისტომოში არსებული პოეტური კლუბი "მონატრება" ღია კლუბია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაგვაცნოს თავისი შემოქმედება, ან იყოს მსმენელი.

სამშობლოსა და მშობლიური ენის, პოეტური სიტყვის სიყვარულმა გაგვაერთიანა კლუბში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები. ჩვენი შეხვედრები ქართულ სუფრას ჰგავს, სადაც ადამიანები ესიყვარულებიან ერთმანეთს, უზიარებენ თავის გულისნადებს, მხოლოდ სადღეგრძელოს მაგივრად ლექსები ითქმება.

ბევრი სასიამოვნო წუთი განგვაცდევინა ამ მშვენირმა საღამოებმა აქამდე. იმედია ასე იქნება მომავალშიც.

 

კლუბ
"მონატრების" წევრთა
ლექსები