ლომისი

ÄÓÈÄÔÉÊÉÓ ÃÀ ÊÖËÔÖÒÉÓ ÝÄÍÔÒÉ

ბავშთა თეატრი

ÁÉÁËÉÏÈÄÊÀ

კლუბი მონატრება

 

მსოფლიოში არც ისე ბევრი ქვეყანა მოიძებნება ისეთი მაღალი საგუნდო სიმღერის კულტურით, როგორიც საქართველოა. ქართველი ხალხის ნაციონალური თვითმყოფადობა მთლიანად გამოვლინდა მრავალხმიან საგუნდო სიმღერებში, ხოლო საგუნდო სიმღერა წესით წარმოადგენს ნაციონალური მხატვრული კულტურის ყველაზე შტამბეჭდავ მხარეს.

საუკუნეების სიღრმეში მიდიან ჩვენი მარავალხმიანი საგუნდო სიმღერის ტრადიციები. საქართველოში ქრისტიანობის მიღების შემდეგ (IV სს) საგუნდო სიმღერა ხალხური გარემოდან გადადის საეკლესიო სამსახურში და ამის სედეგად მოხდა საგუნდო კოლექტივების შექმნა და პროფესიონალი მომღერლების და ხელმძღვანელების მომზადება. მოგვიანებით არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ ქართულ ცენტრებში (იერუსალიმში, სინაიში, ათენში, შავ მთაზე სირიაში, პეტრიწონში ბულგარეთში) საგუნდო სიმღერა ხდება სავალდებულო სასწავლო კურსად მონასტრებსა და აკადემიებში.

I სს-ში ცნობილია პირველი საგუნდო კოლექტივები და პირველი საგუნდო დირიჟორები. აქ საკმარისია ისეთი ფაქტის გახსენება, რომჯერ კიდევ I სს-ში ბიზანტიის იმპერატორის წინ წარსდგა ქართული საგუნდო სიმღერის საბავშვო კაპელა, რომელიც შესდგებოდა 80 ობოლი ბავშვისაგან, გიორგი მთაწმინდელის ხელმძღვანელობით.

ხშირი თავდასმების შედეგად გამოწვეულმა გაჭირვებამ მიგვიყვანა მატერიალურ და კულტურულ ფასეულობის განადგურებამდე, რომელიც ძლიერ კვალს ტოვებს საგუნდო სიმღერის განვითარებაზე. მიუხედავად ამისა საგუნდო სიმრერის ტრადიციები ხალხმა მაინც შემოინახა. ახლა კი გავავლოთ დროის ხიდი უახლოეს საუკუნეებთან.

1886 წელს ლ. აღნიაშვილი აყალიბებს პირველ მუდმივ ეთნოგრაფიულ სასიმღერო გუნდს, რომლის კონცერტებმა დიდი წარმატება ჰპოვა ფართო მაყურებელთა შორის. საქართველოში თითქმის ხელახლა იწყებს გაფურჩქვნას საგუნდო სიმრერა და 1915 წელს თბილისში უკვე ათამდე სასიმღერო გუნდი მოქმედებს. ზ. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით ფილარმონიის ქართველთა საზოგადოების სასიმღერო გუნდი, მ. კავსაძის ხელმძღვანელობით ქართული ამხანაგობის სასომღერო გუნდი, ნ. სულხანიშვილის ხელმძღვანელობით ვაჟთა სასიმღერო გუნდი.

ქართულ საგუნდო სიმღერებს კარგად იცნობდა მოსკოვის თანამედროვე საზოგადოება. რუსეთში სწავლის მისარებად წასული განთქმული ქართველი მუსიკოსები მ. ბალანჩივაძე, დიმ. არაყიშვილი, ზ. ფალიაშვილი მონაწილეობდნენ კავკასიურ შეხვედრებში, რომელიც ყოველწლიურად ეწყობოდა სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, რუსეთში მაცხოვრებელი ქართველი სტუდენტების ინიციატივით. ბრწყინავდა დიდებული ქართული ხალხური სიმღერა.

იმ საგუნდო კოლექტივების ღირსეული მემკვიდრე და დიდებული ტრადიციების გამაგრძელებელია მოსკოვის ქართულ სათვისტომოში არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი <ლომისი> კომპოზიტორ რევაზ ჩირინაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც წარმატებით გამოდის მოსკოვში, რუსეთის სხვა ქალაქებში.

  ËÏÌÉÓÉ (ÀÌ ÓÔÀÔÉÉÓ ßÀÓÀÊÉÈáÀà ÜÀÔÅÉÒÈÄÈ acadnusx.ttf ÈØÅÄÍÓ windows/font ÃÉÒÄØÔÏÒÉÀÛÉ